Hemili's Blog

ნეო პროგრესივი
წარმოშობა, გავლენები, დეფინიცია

ნეო პროგრესივი(ნეო პროგი) პროგრესივ როკის სუბ-ჟანრს წარმოადგენს, რომელიც შეიქმნა და ჩამოყალიბდა დიდ ბრიტანეთში 70-იანი წლების მიწურულსა და 80-იანების დასაწყისში. ზუსტი თარიღი ხშირად კამათის საგანი ხდება და რამოდენიმე განსხვავებული ვერსია არსებობს: პირველი ვერსიის თანახმად ნეოს დასაბამი1983 წლიდან იწყება, როდესაც Marillion-მა თავისი პირველი ლეგენდარული ალბომი Script for a Jester’s Tear გამოუშვა. მეორე ვერსიის თანახმად ნეოს პიონერებად Twelth Night-ს მიიჩნევენ, რომლებიც 80-იანი წლების დასაწყისში უკვე აქტიურად მოღვაწეობდნენ და კონცერტებსაც ატარებდნენ. მესამე ვერსიით კი ნეოს საფუძველი Genesis-მა ჩაუყარა 1976 წელს გამოშვებული ალბომით A Trick of the Tail.

ნეო პროგი ყველაზე მეტად 70-იანების ოთხი ლეგენდარული პროგ-როკ ბენდის გავლენით ხასიათდება ესენია Genesis, Yes, Camel და Pink Floyd. Genesis-ის სიმფონიური ჟღერადობა, ძირითადი მუსიკალური სტრუქტურა და გებრიელისეული დრამატული და თეატრალური ვოკალის მანერა,  Camel-ის ჰარმონიულობა და დინამიზმი, Pink Floyd-ის ატმოსფერულობა და მუსიკაში ასახული ერთგვარი იდუმალება და სიღრმე, Yes-ს რაც შეეხება კლასიკური ხანის პროგ გიგანტებიდან ნეოსთან ალბათ ყველაზე მეტად Yes-ისთვის დამახასიათებელი სიმფონიური ჟღერადობა და პროგ-როკ სტრუქტურა დგას, თავისი რიკ ვეიკმანით, რომელსაც მე პირადად კლაივ ნოლანს ვამსგავსებ, როგორც მუსიკალური (ეპიკური კომპოზიციებისა და მათში ბრიტანეთის ისტორიისა და უცნაური ფანტაზიებისა და ოცნებების ჩადების სიყვარულით) ასევე გარკვეულწილად გარეგნული თვალსაზრისითაც…

უფრო კონკრეტულად ნეოს დეფინიციასა და რაობას რაც შეეხება, ზემოთ როგორც უკვე აღვნიშნე ის ძირითადად 70-იანი წლების სიმფონიური პროგ-როკ ბენდების გავლენით ხასიათდება, სწორედ ამ ბენდების ჟღერადობის მოდერნიზების, გათანამედროვებისა და 80-იანი წლებისათვის უფრო ორგანული სახის მიცემის შემდეგ ჩამოყალიბდა ნეო პროგრესივი, რომელიც საწყის მისთვის კლასიკურ 80-იან წლებში, კომპოზიციების ღრმა და ემოციური სტრუქტურით, აგრეთვე ხშირად დრამატული ან პოლიტიკური შინაარსის ტექსტებით ხასიათდებოდა, რომელიც სცენაზე თეატრალური ფორმით იყო ხოლმე წარმოდგენილი Marillion(Fish), Twelfth Night(Geoff Mann).

ნეო პროგისათვის სიმღერების საკმაოდ აკურატული, რაფინირებული და არა დისონანსური კომპოზიციური მხარეა დამახასიათებელი, რომელიც სიმძლავრესა და იმპროვიზაციებთან ოსტატურად არის შერწყმული, სუბ ჟანრის განუყოფელი ნაწილი და ერთგვარი სავიზიტო ბარათია სუფთა, მელოდიური და ემოციური გიტარ სოლოები, რომელიც ატმოსფერულ და სიმფონიური პროგისკენ მიდრეკილ კლავიშებთანაა კომბინირებული. აგრეთვე ხშირად ხდება ფლეიტის, ვიოლინოს, საქსაფონის და სხვადასხვა აკუსტიკური ინსტრუმენტების გამოყენება, თუმცა ძირითადად ნეო პროგ ბენდები ხუთი კაცისაგან შედგება ვოკალი, გიტარა, კლავიშები, ბასი და დრამი. 90-იანი წლებიდან მოყოლებული და უკვე ახალ საუკუნეში ნეოს ჟღერადობა უფრო დამძიმდა და გარკვეულწილად შეიძლება ითქვას კიდეც რომ სიმფონიურიდან პროგ მეტალის ჟღერადობისაკენ მიემართება, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ნეო თავის სახეს კარგავს, უბრალოდ გარკვეული ტრანსფორმირება ხდება და ახალი ტალღის მოდერნული ნეო პროგ ბენდების მუსიკაში სულ უფრო და უფრო რთული ხდება გამოკვეთილად 70-იანი წლების სიმფონიური ბენდების გავლენის პოვნა.